ბათუმის ერთერთ კოვიდსასტუმროში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც კოვიდინფიცირებული მამაკაცი ექთანს დაესხა ტავს და მჭრელი საგნით დაზიანებები მიაყენა, ექთანი იძულებულია, სამსახურში გადახვეული მაჯით იაროს. თავად დაზარალებული ექთნის მიერ მისი დაზიანების იარაღად სამართებლის გამოყენებას არ ადასტურებს ერთერთი მედიკოსი - ეთერი ექიმი, რომელმაც ვინაობის ბოლომდე გამხელა არ ისურვა, თუმცა "მთავარს" უთხრა, რომ მის კოლეგას "არაფერი განსაკუთრებული დაზიანებები" არა აქვს და რომ "ის მამაკაცი, ზოგადად, აგრესიულია". ეთერი ექიმმა აგრესიის მიზეზად ამ მამაკაცის ჩართულობა დაასახელა ერთერთ პროგრამაში, თუმცა,"მთავარი" პირის კონფიდენციალურ მონაცემებს არ გაასაჯაროვებს.
არანაირი განსაკუთრებული ჭრილობა ან ნაკაწრი არა აქვს, არც დანა გამოუყენებია პაციენტს, არც სამართებელი, როგორ გეკადრებათ... ეს პაციენტი აგრესიულია ზოგადად, ... პროგრამაშია და ახასიათებთ აგრესიულობა ზოგადად. კონფლიქტი როგორ დაიწყო, ვერ გეტყვით, - ამბობს "მთავართან" სატელეფონო საუბარში ექიმი, რომელმაც ინციდენტის დეტალები გაიხსენა.
„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.
ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – უთხრა "ბათუმელებს" დაზარალებულმა ექთანმა ასმათ ვარშალომიძემ.
ასმათ ვარშალომიძე "ბათუმელებთან", ასევე ამბობს, რომ მისი დასერვის შემდეგ კოვიდპაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.