ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტი არ უნდა შედგეს - ნათელაშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პოზიცია უცვლელია და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მან კელი დეგნანთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

"როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა შინაარსის გარეთ გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული წლების შემდეგ ეს ცნობილი გახდება, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი კარგად ცნობილი გახლავთ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

მისი თქმით, პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში არაერთი რევლოუცია მოხდა, იმისთვის, რომ ამ კონტინენტს სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება მიეღო. ნათელაშვილის აზრით, დღეს საქართველო ამ გზაზე დაგას.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ კაონსულტაციებს მართავენ. როდის დასხდებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიალოგის მაგიდასთან მესამედ ჯერ უცნობია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი