თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ისევ ჟურნალისტიკაში დავბრუნდები - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდება და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას იქიდან დაიწყებს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

"თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ", - თქვა ირმა ინაშვილმა. 

მისი თქმით, საჭიროა, რომ 8 მარტის შეთანხმების მსგავსი მემორანდუმი უნდა გაფორმდეს. მისი თქმით, პარტიის პოზიცია უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ კაონსულტაციებს მართავენ. როდის დასხდებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიალოგის მაგიდასთან მესამედ ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი