ახალი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ამ თემაზე მან კომენტარი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენლებთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ცნობილი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი