მადლიერების დღე - ტრამპმა ინდაურები "კობი" და "კორნი" შეიწყალა

გამოქვეყნდა:

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიური ტრადიციის მიხედვით, ინდაური შეიწყალა.

ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ინდაური სახელად "კორნი" – სიმინდი, თეთრ სახლს აშშ–ის ინდაურების ეროვნული ფედერაციიდან NTF–იდან გაუგზავნეს.

პრეზიდენტმა ორი ინდაური შეიწყალა, თუმცა ცერემონიისთვის ამერიკელმა ხალხმა, ხმის მიცემით, ინდაურს სახელად "კობი", მეორე ინდაური "კორნი" არჩია.

ინდაურებმა თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და წინა ღამე თეთრი სახლის საძინებელში გაატარეს.

ინდაურის შეწყალების ცერემონიას დონალდ ტრამპთან ერთად პირველი ლედი მელანია ტრამპი, ასევე მათი შვილები ესწრებოდნენ.

ტრამპმა ინდაურის შეწყალებამდე კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებისთვისაც გამოთქვა მადლიერება: "ამერიკელებს შეუძლიათ მადლიერი იყვნენ ვაქცინის პროგრესისთვის, ჩვენ მადლიერები ვართ თავისუფლებისთვის, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და ვთხოვთ ღმერთს დაიცვას ჩვენი ერი" – თქვა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მადლიერების დღის ცერემონია ტრამპის საჯაროდ გამოჩენის მეორე შემთხვევა იყო, მას შემდეგ რაც ის ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა.

მადლიერების დღისთვის, აშშ–ის პრეზიდენტებს ინდაურს როგორც ძღვენს, საჭმელად, 1947 წლიდან უგზავნიდნენ, თუმცა 1963 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ, ინდაური ფერმაში უკან გააგზავნა. ოფიცილურად ინდაურს "ბოდიში" 1982 წელს რონალდ რეიგანმა მოუხადა, მან ინდაური ზოოპარკს გადასცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდაურის შეწყალების ცერემონიის ტრადიცია კი 1989 წელს უფროსმა ჯორჯ ბუშმა დაამკვიდრა.

აშშ–ში მადლიერების დღე 1863 წელს დღესასწაულად აბრაამ ლინკოლნმა დაადგინა და ის ტრადიციულად ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღის ტრადიცია ოჯახის ერთად შეკრება და ინდაურის მირთმევაა. წელს აშშ მადლიერების დღეს, ხვალ, 26 ნოემბერს აღნიშნავს.

პირველად მადლიერების დღე აშშ–ში ინგლისელმა კოლონიალისტებმა მოსავლის აღებისთვის ღმერთისადმი მადლიერების ნიშნად, რელიგიური მოტივით, 1621 წელს იზეიმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი