ვისაც მელაშვილის და ილიჩოვას ბედი გაღელვებთ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ - მშვენიერაძე

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე "კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ადვოკატები სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლას მოითხოვენ და ვისაც მელაშვილის და ილიჩოვას ბედი აღელვებს, შეუძლია თავდებში დაუდგეს მათ.

"მათ, ვისაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელთმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ. უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს. ვინც თავდებობას გადაწყვეტთ Eduard Marikashvili -ს უნდა მიწეროთ, ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად", - წერს მშვენიერაძე. 

ცნობისთვის, დღესვე ამავე საქმეზე ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვა

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი