ივერი მელაშვილის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერ მელაშვილის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვს. ედუარდ მარიკაშვილი ოლიგარქს წერილობით მიმართავს და წერს, რომ წესით ის, ამ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რადგან სწორედ ვანიშვილის დავალებით მოიძია მისმა მეგობარმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ის რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 2 მეცნიერი დააპატიმრა.

იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი გამოკითხვაზე უარს იტყვის, ადვოკატებს უფლება აქვთ მოსამართლეს მიმართონ და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვონ მისი გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი