
ერთი აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში უკვე 3 ლარი და 21 თეთრი ღირს, ევრო კი სამი ლარი და 54 თეთრი.
სავალუტო ბაზარზე უპრეცედენტო პანიკაა. ტაბლოებზე კურსი მთელი დღის განმავლობაში საათობრივად იცვლებოდა.
საათობრივად იცვლება ფასები ბაზარშიც, სადაც ყველაფერი ძვირდება, იმის მიუხედავად ის საქართველოშია წარმოებული თუ უცხოეთიდან შემოდის.
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის მართვის სადავეები გაექცა და გეგმა რომელიც ტურისტული ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს არ მუშაობს. ეკონომისტები ამბობენ რომ თუ ხისტი ჩარევა არ იქნება, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და არ არის გამორიცხული 1 დოლარის ღირებულება სამი ლარი და 40 თეთრიც გახდეს
ლარი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 20 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა უშედეგოდ.