საკოორდიანციო საბჭო ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს - "მთავარმა" შეზღუდვების გრფიკი მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება, ზუსტად მთავრობის გადაწყვეტილება დღეს, 26 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ამ წუთებში პრემიერმინისტრმა სხდომა უკვე დაიწყო.

რას გულსიხმობს ახალი რეგულაციები, რომესლაც ხელისუფლება ლოქდაუნს არ უწოდებს, თუმცა რეალიურად შეზღუვები სამკაოდ მკაცრია და ის ყველა სფეროს ეხება. "მთავარმა არხმა" მიპოვა შეზღუდვების გრფიკი, რომელსაც ხელისუფლება 28 ნოემბრიდან აამოქმედებს და მხოლოდ დრეობით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, ანუ საახალწლო დღეებში გაქუმდება.

შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

  • ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;
  • 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება;
  • 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.
  • 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;
  • ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;
  • რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისზე.

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

28 დეკემბრიდან პირველი ინავრის ჩათვლით. გადაადგილება შეზღუდული იქნება 21 საათიდან. მხოლოდ, 31 დეკემბერს 21 საათიდან პირველი იანვრის დილის 5 საათამდე, გადაადგილების შეზღუდვა მოიხნება. ამ დროში დისტანციურად იმუშავებს რესტორნები და კვების ობიექტებიც. ასევე ღია და დახურული ბაზრობებიც გაიხსნება. 

ასევე, ახალი შეზღუდვების ფარგლებში მთავრობა ზამთრის კურორტებისაც ჩაკეტვას 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გეგმავს. გავრცელებული ინფრომაციის მიხედევით: 

  1. სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერებულია;
  2. სასტუმროები მხოლოდ კარანტინის ან კოვიდსასტუმროებად;
  3. რესტორენბი, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ დისტანციურად.

 შეზღუდვები საქართველოში არსებულ ყველა ზამთრის კურორტს შეეხება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) შეიზღუდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი