ინფიცირებულია 30-მდე ექთანი და 40 ექიმი - კლინიკა "გული" დახურულია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "გულის" მედპერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულია, სწორად ამიტომ საავადმყოფოში 24 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა. ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ თავის facebook-ის გვერდზე გაავრცელა. 

კლინიკის დირექტორი, ანზორ მელია "მთავართან" საუბრისას ამბობს, რომ ყველა წამყვანი ექიმი COVID-19-ით ინფიცირებულია, თუმცა თუ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება დამძიმდება კლინიკა 10 დეკემბრამდე გაიხსნება. 

ინფიცირებულია დაახლოები 30 ექიმი და 40 ექთანი,სანიტარი და სხვა, ფაქტიურად კლინიკა დაიხურა კარდიო ქირურგიის გარდა, შეუძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება. თითქმის ყველა წამყავნი ექიმი COVID-19-ით ინფიცირებულია. 10 დეკემბერს გაიხსნება კლინიკა, უკვე იმუნიტეტიც გვექნება, კორონავირუსის შიში არ გვექნება. თუ ქვეყანაში გართულდა მდგომარეობა 10 დეკემბრამდე და ჩემი კლინიკა ხალხს დასჭირდება გამოვალთ უკვე, ვისაც ეს 10 დღიანი კარანტინი ექნება მოხდილი და დავიწყებთ ფუნქციონირებას, თუ ამის საჭიროება იქნება, - ამბობს ანზორ მელია 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი