ოპოზიცია დარმწუნებულია, რომ ხელისუფლება პანდემიას ახლაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი ივანიშვილს არჩევნების გაყალბებას არ აპატიებს და პროტესტი მაინც იქნება.
"ახლა ბურთი ბიძინა ივანიშვილის მოედანზეა და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იქნება მისი პერსონალური გადაწყვეტილება, რომ გაითავისოს ეს პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანისთვის, რადგან მან შეიყავან ქვეყანა ამ პოლიტიკურ კრიზისში, როდესაც ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის ფონზე არჩევნები მოიპარა", - თქვა ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, "ქართული ოცნების" მხირდან ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ არსებობს.
"არ ვიცი რა დათმობაზეა წამსვლელი, მაგის თქმა გამიჭირდება ამ შეხვედრებიდან ეს არ ჩანს, ბოლო ორი შეხვედრის მიზანი არის მცდელობა, ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხირდან, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადაკვეთის წერტილები იპოვონ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ პოზიციები ახლოვდება, ასეც არ არის", - თქვა "გრჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.
ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ამბობენ, რომ ამ ეტაპამდე მოლაპარაკების მაგიდაზე მათ მიერ შეთავაზებული ხელახაი არჩევნების ჩატარება დევს.