წინასაარჩევნოდ შეთითხნილი პოლიტიკური პროცესია - კალანდაძე დავითგარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, საქალაო სასამართლოში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამსართლის თანდასწრებით დაიყო.

მინისტრის ყოფილი მაოდგილე, საგამძოიებო უწყებაში კარტოგრაფების საქმის ფარგლებში დაიბარეს, მას გმაოძიება, მინისტრის მაოდგილეობის პერიოდში დავითგარეჯის შესახებ გაკეთებული გნცახდების შინაარსის გამო ედავება.

ეს არის შეთითხნილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეითითხნა წინასაარჩევნოდ. ამოიქექა განცხადებები და არის ე.წ. სისხლის სამართლის საქმე და ბრალდების საქმე, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ვინმე ბერი კირიონის განცხადებებს, ჩემი განცხადება ე.წ. ყბადაღებული განცხადება, რომელიც არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის, რაღაც სამასხარაო პიარ ჯგუფი და საერთოდ არ ეხება დავითგარეჯის საქმეს და მეორეც ერთი დავითგარეჯს, რომც ეხებოდეს საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ იქ დავითგარეჯი საერთოდ ნახსენებიც არ არის, დღეს იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ის მდგომარეობა, რომელიც  გვაქვს, ჰყავს ავტორი და შემოქმედი, ეს ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი და შემოქმედი არი სალომე ზურაბიშვილი - ამბობს  ნინო კალანდაძე 

პროკურორი ამბობს, რომ ნინო კალანდაძესთან კითხვები დავითგარეჯის თემას შეეხება, ასევე მამა კირინის ჩვენებას, სადაც მან ნინო კალანდაძე ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

აქვე გეტყვით, რომ ამ საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატევი ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი