სასამართლოები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყო დაკომპლექტებული - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი დღეს, 27 ნოემბერს, დეტალურად ისაუბრებს ამ ინსტაციაზე მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენასა და სასამართლო კლანზე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობას.
"კვლევა შეეხება იმის გაანალიზებას თუ როგორ მოემზადა სასამართლო სისტემა არჩევნებისათვის და როგორ დააკომპლექტა ის კოლეგიები, პალატები თუ ვიწრო სპეციალიზაციები, რომლებმაც შემდგომ უნდა განიხილონ საარჩევნო დავები ისეთი მოსამართლეებით, რომლებიც მისაღები იყო სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფისათვის, კლანისათვის, და რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ თავიანთ ლოიალობას, ამ ჯგუფის მიმართ. კლანი მოქმედებს დამოუკიდებლად სისტემის შიგნით, თუმცა, მათი ეს დამოუკიდებლობა განპირობებულია იმისგან, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, " - ამბობს სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენელი
მესამე სექტორის კველვა "მოსამართლეთა წინასააარჩევნო მიგრაციას" შეეხება და მისი მიზანია, იმის დადგენა, თუ რამდენად შეინიშნებოდა 2019 მაისიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, მოსამართლეთა გადაადგილება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებსა და კოლეგიებში.