კორონავისურთან ბრძოლა ლოქდაუნიდან გამოსვლის მერე უფრო გაძნელდება – ექსპერტები შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობამ, 60 დღიანი ჩაკეტვის გეგმის პარალელურად არ წარმოადგინა ჯანდაცვის სისტემის სამოქმედო გეგმა. მათი აზრით, მთავრობის შეზღუდვები გამოიწვევს ეკონომიკის ჩამოშლას და კორონავირუსთან ბრძოლა ამ ლოქდაუნის შემდეგ, უფრო გართულდება.

"წარმოგვიდგინეს ჩაკეტვის 60 დღიანი გეგმა, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი და არაფერი წარმოუდგენია მთავრობას, რას ვაკეთებთ პარალელურად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის და მობილიზაციისთვის, როგორ ვაუმჯობესებთ ტესტირებას, როგორ ვაუმჯობესებთ 112–ის მუშაობას, სასწრაფოს მუშაობას, ოჯახის ექიმის მუშაობას, ამიტომ მარტო ჩაკეტვა, ჩარაზვა, პარალელურად სამოქმედო გეგმის გარეშე, თუ რას ვაკეთებთ პარალელურად და რისთვის დავკეტეთ და რისთვის ვაზარალებთ ეკონომიკას და ადამიანებს რისთვის ვაღარიბებთ, ამის გარეშე, მივიღებთ ჩამოშლილ ეკონომიკას და გაღარიბებულ მოსახლეობს, ხოლო კორონასთან ბრძოლა ლოქდაუნიდან გამოსვლის მერე, კიდევ უფრო გაძნელდება", –ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ღია მიმართვა წარმოადგინა პრემიერმინისტრის სახელზე - ის მოუწოდებს მინისტრთა კაბინეტის მმართველს დროულად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. ასევე კლინიკების ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს პანდემიის მართვაში ჩართონ სამხედრო ექიმები და გახსნან საველე ჰოსპიტლები.

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს:

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

26 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული 4 780 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 863 თბილისიდანაა, 664 აჭარიდან ხოლო 648 იმერეთიდან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი