სავაჭრო ცენტრების დირექტორები 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების განსახილვევლად მთავრობის წევრებს პრესკონფერენციით მიმართავენ და ითხოვენ: 2020 წლის გადასახადებისგან გათავისუფლებას და 15 დეკემბრიდან ახალ წლამდე, 31 დეკემბრამდე, მოქალაქეების მიღების უფლებას.
სავაჭრო ცენტრების წარმოამდგელებმა, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დროს მიიღეს დაპირება, რომ დიდი მოლები სრულად არ დაიხურებოდა, თუმცა გუშინ, მთავრობის მიერ მიღებული ახალი შეზღუღვებით ეს დაპირება გათვალისწინებული არ არის. სავაჭრო ობიექტების წარმოამდგენლები ამბობს, რომ ახლა ეს შეზღუდვები მათ სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.
"ჩვენთვის დეკემბრის ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯამში ის ექვსი სავაჭრო ცენტრი, რომელიც დღეს ამ განცხადებას აკეთებს ასაქმებს 15 ათას ადამიანს და რეალურად ყველა ეს ადამიანი დარჩება გარეთ. გვქონდეს საშუალება თუნდაც ორი კვირის განმავლობაშ მუშაობა დეკემბრის თვეში. ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან ჩვენ სამი დღის წინ გვქონდა დაპირება, რომ არ იქნებოდა ე.წ ლოქდაუნი მაგრამ ზუსტად ამ შეხვედრისგან 24 საათში ეს პოზიცია შეიცვალა და ჩვენ გავიგეთ, რომ მთლიანად სექტორი იკეტება", - ამბობს ლევან ყარელაშვილი, "თბილისი ცენტრალის" დირექტორი.
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ასევე მიაჩნიათ, რომ 24-31 დეკემბრის შუალედი საახალწლო საყიდლებისთვის საკმარისი არაა და შესაძლებელია მოლებში ხალხის უზარმაზარმა რაოდენობამ მოიყაროს თავი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: