მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში სამხედრო ექიმები და საველე ჰოსპიტლები ჩართოს – კლინიკების ასოციაცია

გამოქვეყნდა:

კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს დროულად წარმოადგინოს პანდემიის მართვის სამოქმედო გეგმა, ასევე სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლაში, ჩართოს სამხედრო ექიმები და გახსნას საველე ჰოსპიტლები. 

"მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საქართველოს კლინიკებში, ამისათვის საჭირო გახლავთ, დავახმაროთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორს თავდაცვის სამინისტროში არსებული სამხედრო–სამედიცინო ძალები, უნდა გამოვიყენოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები, ჯანდაცვის სამინისტროში გამოჩნდა მრავალი მანკიერი ხარვეზი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს სისტემას, მანკიერება და ხარვეზი გამოჩნდება იქ, სადაც არის ნაკლები კვალიფიკაცია." – ამბობს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ, გიორგი გახარიას სახელზე, ღია წერილობითი მიმართვაც გამოაქვეყნა, რომლის საპასუხოდ,დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ საველე ჰოსპიტლების გაშლა და სამხედროების ჩართვა არ იგეგმება.

ჯანდაცვის სიტემაში, ამბობენ, რომ სამხედრო ჰოსპიტლების ნაცვლად, პადნემიასთან ბრძოლაში, ჯანდაცვის სისტემამ სასტუმროები ჩართო.

აქვე, ხელისუფლებამ 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

26 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული 4 780 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 863 თბილისიდანაა, 664 აჭარიდან ხოლო 648 იმერეთიდან. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი