კიდევ ერთხელ ვამბობთ, საველე ჰოსპიტლების გაშლა და სამხედროების ჩართვა არ იგეგმება - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ექიმთა ასოციაციის წერილს პასუხობს და ამბობს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალებსი გაშლა ან პანდემიის მართვაში სამხედროების ჩართვა არ იგეგმება. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა. 

"ყოველ დღე, მთავრობის უკლებრივ ყველა წარმომადგენელი, მათ შორის მეც, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე, როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა იმისკენაა მიმართული, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდეს.

შეგახსენებთ, რომ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ღია მიმართვა წარმოადგინა პრემიერმინისტრის სახელზე - ის მოუწოდებს მინისტრთა კაბინეტის მმართველს დროულად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. ასევე კლინიკების ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს პანდემიის მართვაში ჩართონ სამხედრო ექიმები და გახსნან საველე ჰოსპიტლები.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი