ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილის პეტიციას ოპოზიციაც უერთდება. ჟურნალისტი გამოდის ინიციატივით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეიზღუდოს ხელფასები და დაიზოგოს ხალხის მიერ გადახდილი გადასახდები.
ჟურნალისტი მომავალი 6 თვის მანძილზე საჯარო მოხელეების ხელფასის 1000 ლარამდე შემცირებას ითხოვს.
"საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი გაკოტრდა, მათ ცხოვრებაში არის ტრაგედია, ადამიანები კარგავენ სახლს, სამსახურს, ყველაფერს. და მეორე ნაწილი ეს საერთოდ არ შეხებია. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ცხოვრობს მეორე ნაწილის ბედნიერებისთვის, მონათმფლობელობაა. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ცვლილებები ბიუჯეტში და მომავალი 6 თვის მანძილზე მაინც შეამციროს, ეს იქნება სამართლიანი, მორალური, კანონიერი - შეამციროს საჯარო მოხელეების ხელფასი, აქ არ ვგულისხმობ პედაგოგს და პოლიციელს, ვგულისხმობ, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასის მაქსიმუმი ზღვარი უნდა დაწესდეს. ამ ტიპის სოციალური უთანასწორობა, ამ მასშტაბის უსამართლობას მოქალაქეები ვერ გადაიტანენ, თუ გვიჭირს გავიჭირვოთ ყველამ ერთად," - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" შემდეგ ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და ხელს აწერენ პეტიციას.
სამოქალაქო პლატფორმა"20/20"-ის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების და მათი პირადი კომფორტის ზონის შეკვეცას და შემცირებას, რაც გათვლილია პიარზე, მივლინენებზე და სხვა.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: