საქართველო მზადაა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტები მიიღოს - აბაშიძე

გამოქვეყნდა:

ქართული მხარე მზადაა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტები მიიღოს. ამის შესახებ კარასინი-აბაშიძის ონლაინ შეხვედრის შესახებ, საქართველოს მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია.

რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც მთავრობის ინფორმაციიდან ირკვევა, კარასინი-აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს.

ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით.

პრაღის ფორმატში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი