"ლოქდაუნის" პირობებში პოლიტიკური გეგმების შესამუშავებლად ოპოზიცია 2 საათზე იკრიბება

გამოქვეყნდა:

როგორი იქნება ოპოზიციის გეგმები "ლოქდაუნის" პირობებში - ამ თემაზე ხელისუფლების ოპონენტები დღეს "ლეობორისტული" პარტიის ოფისში 14:00 საათზე შეიკრიბებიან. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება, რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. 

"განხილვის მთავარი თემა იქნება პარლამენტის პირველი სხდომა, ანუ როდის უნდა შეიკრიბოს "ქართული ოცნება" ერთპარტიულად და რას აპირებს იმ დღეს ოპოზიცია. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ის ჯერ არ ჩანიშნულა და არ ვიცით "ოცნებას" რა წინადადება მოაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

ოპოზიციის თქმით, მათი მოთხოვნები არ შეცვლილა - ითხოვენ ახალ არჩევნებს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"დღეს შევათანხმებთ გრძელ და მოკლევადიან გეგმებს, თუ რა ფორმით გავუწევთ წინააღდეგობას არსებულ უზურპარტორულ ოლიგარქიულ რეჟიმთან", - ამბობს "ლეიბორისტების" წევრი, გიორგი გუგავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 

დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" მოქმედდა.

აქვე იხილეთ:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი