ქართულ-რუსულ ურთიერთობაში საქართველოს პოზიციონირება დამამცირებელია - აქტივისტები

გამოქვეყნდა:

ეს არის იმ "არგაღიზიანების" პოლიტიკის შედეგი, რომელსაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში აწარმოებს რუსეთთან - ასე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეოს განცხადებას. მათი თქმით, ეს განცხადება დადასტურებაა იმის, რომ რუსეთმა ქართველი ერისგან მობოდიშება ვერ მიიღო და ახლა ამის მიღებას ხელისუფლებისგან ცდილობენ. 

"დიახ, მთელ მსოფლიოში სადაც რუსეთია ჩარეული ბინძური ხერხებით, არ უყვართ რუსი სამხედორები, რუსი პოლიტიკოსები და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. დიახ, არც ჩვენ არ გვიყვარს, იმიტომ, რომ ისინი არიან ოკუპანტები. ის რაც ახლა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, როგორი პიზიცინოირებითაც არის წარმოდგენილი საქართველო, არის ძალიან დამამცირებელი", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. 

აქტივიტ, ანა ჭარხალაშვილის თქმით, დათმობის პოლიტიკა მხოლოდ კოლაბოლაციონარიზმს ემსახურება. მისი აზრით, რუსეთი თვლის, რომ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოში პუტინის დავალებებს ბოლომდე შეასრულებს. 

რაც შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთი ფაქტიურად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მათი ინტერესების დასაცავად დავალებებს აძლევს. 

"აბაშიძე კარასინის ფორმატის პრობლემა, ტრადიციულად, წლების მანძილზე, მისი არაგამჭვირვალეობაა, ის, რომ რეალურად აბაშიძეს არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნია ამ დიალოგზე არავისთან, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და ის, რომ ამ დიალოგის ფორმატის გამოყენება მოხდა ჟენევის ფორმატის დასასუსტებლად", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა.

ამ თემაზე არაფერი იყო ნათქვამი ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი