ორმხრივი მზაობაა 20 ივნისის ანტირუსული პროვოკაციის შედეგების აღმოსაფხვრელად - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

კრემლის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას "ქართული ოცნების" გუნდი დუმილით ხვდება, თუმცა ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს. განცხადებით ირკვევა, რომ აბაშიძე-კარაშინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა. 

"ორმხრივი ურთიერთობების რიგ პრაქტიკულ საკითხებზე მოხდა მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად. განხილულ იქნა მხარეების მიერ ორმხრივ საფუძველზე სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განხილულ იქნა გასული წლის ივლისში საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. საამისო პირობები კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა", - წერია განცხადებაში. 

"მთავარი" დილიდან ცდილობს მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით, ე.წ. პრაღის ფორმატში ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ზურაბ აბაშიძისგან მიიღოს, თუმცა ის კითხვებს არ პასუხობს.

"ვერ მოგცემთ კომენტარს, მერე მაინც ამიყირავებთ, დამიყირავებთ, რა აზრი აქვს ჩემ ლაპარაკს. ასეთი ბუნდოვანება ჯობია, ვიდრე აყირავებულ-დაყირავებული. ჩემთან რაც წერია იმით იხელმძღვანელეთ", - თქვა ზურა აბაშიძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის დიდი მავნებლობაა. 

"აბაშიძე-კარასინის ფორმატს არ უნდა ჩაენაცვლებინა ჟენევის ფორმატი, საქართველო არ უნდა დარჩენილიყო პირისპირ ოკუპანტთან. ის, რომ კარასინმა ეს გაბედა და უთხრა აბაშიძეს, რომელიც დაეთანხმა თავისთავად და ზუსტად ეს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ რამდენი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 20 ივნისსაც და ახლაც "ქართული ოცნება და გავრილოვი იყო როგორც ერთხორც".

ქართული მხარის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი