ფეშენებელური ვილები და არსაიდან ჩამოვარდნილი ოჯახური ბიზნესები - ჩინოვნიკების იაფი ფული

გამოქვეყნდა:

თანამდებობა და სკამი, ბოლო წლებია, ქვეყანაში გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. რიგითი ჩინოვნიკები სკამზე სულ რამდენიმე წელს, ზოგჯერ კი, საერთოდ რამდენიმე თვეს ატარებენ და შემდეგ ან ფეშენებელურ ვილებში ინაცვლებენ, თანაც არსაიდან ჩამოვარდნილ ოჯახურ ბიზნესს უდგებიან სათავაში.  

გორის ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის ნაკვეთამდე 10-კილომეტრიანი ასფალტიანი გზა მიდის, რომელიც დაუსახლებელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის ფულით მხოლოდ იმიტომ დააგო, რომ ყოფილი გუბერნატორი საკუთარ ბაღებამდე კომფორტულად მისულიყო.

ძმებმა ხოჯევანიშვილებმა, რომელთაგან ერთ-ერთი სუსის მაღალჩინოსანი, მეორე კი, უკვე მაჟორიტარი დეპუტატია, გორის ცენტრში მდებარე კინოთეატრის შენობაც ხელში ჩაიგდეს. წლების განმავლობაში ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა, თუმცა სტატუსი ხოჯევანიშვილიების ინიციატივით მოუხსნეს. ახლა აქ სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენონ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია ვინმე გიორგი ჩაჩანიძეს ეკუთვნის, თუმცა გორში ყველამ იცის, რომ ჩაჩანიძის უკან ხოჯევანიშვილები დგანან. 

ამასთან, რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ეკუთვნის სასტუმრო "ედენა", რომელიც ამბროლაურის ცენტრში მდებარეობს. ყოფილი თანამდებობის პირი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ სასტუმრო მას გუბერნატორობამდე ჰქონდა.

"ეს სასტუმრო ეს სახლი შეძენილი არის იმ დროს, როდესაც მე ბიზნესში ვიყავი. და სულ რაღაც 5 ათასი ღირდა მაშინ. და მეორე სახლიც და თქვენ თავად ხედავთ, აქ არ არის ისეთი ქონება და რაჭაში თავის დროზე 15 - 10 წლის უკან საკუთარი სახლი არ ღირდა ისეთი ძვირი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი შეძენა", - ამბობს ყოფილი გუბერნატორი.

მთავარის ინფორმაციით, ჯაფარიძეს სასტომრო "ედენას" გვერდით კიდევ ერთი სასტუმრო აქვს გახსნილი, რომელშიც თავად ცხოვრობს კიდეც. თვითონ ამას არ აღიარებს. თუმცა, ამბროლაური პატარა ქალაქია და აქ ყველამ ყველაფერი იცის. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებსაც ყოფილი გუბერნატორის სწრაფი გამდიდრება კორუფციის ეჭვის საფუძველს აძლევს. 

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელსაც რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფლობს, ავტოგადაზიდვების კომაპნიაა. ამ კომანიაში არჩილ ჯაფარიძე 30%-იან წილს ფლობს. ეს ბიზნესიც ჯაფარიძეს მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული. 

ყოფილი გუბერნატორის ბიზნესებისა და სწრაფად გაზრდილი კაპიტალის შესახებ კარგად იცის რაჭის ოპოზიციამ. "ევროპული საქართველოს" რაჭის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყურადღებას კლანურ მმართველობაზეც ამახვილებს.

"შავი სამყაროს" ჩართულობა რეგიონებში ამა თუ იმ ბიზნესების გადანაწილებაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქმედი ჩინოვნიკები ბიზნეს ინტერესების გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან. ყველა მათგანს თავიის კრიმინალური დაჯგუფება ჰყავს, რომლის მეშვეობითაც, ბიზნეს წილების გარჩევა ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი