პრეზიდენტობის 731 დღე - ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ და ოკუპანტის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, უკვე 731-ე დღეა, საქართველოს მოქალაქეებს ძვირი უჯდებათ. ქვეყნის მთავარსარდალი ანგრევს და აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რომლის შენებსაც დამოუკიდებელმა საქართველომ 30 წელი მოანდომა.

პირველ ტურში დამაჯერებელი მარცხის შემდეგ, "ორმოზდარვა" მეორე ტურისთვის  საარჩევნო ბილბორდებიდან ჩამოხსნეს და ის ბიძინა ივანიშვილის პლაკატებით ჩაანაცვლეს. შემდეგ ივანიშვილი გამოჩნდა, თვალცრემლიანმა ზურაბიშვილი შეგვავედრა და ბოლო შანსიც ითხოვა.

დიდი წვალებით, თუმცა საბოლოოდ, ზურაბიშვილმა ქვეყნის მეთაურობა 6 წლით გადაიბარა და მას შემდეგ აღარ უსაუბრია, რა გზით ჩაიბარა ქვეყნის მთავარსარდლობა. შემდეგ პრეზიდენტმა  ათონელის რეზიდენციაც ფრანგული აქცენტებითა და ანტიკვარებით მოაწყო - მოოქროვილი სარკეები ჩუქურთმებით, შანდლები მოოქროვილი თავით, არყის ხის ავეჯი, პრეზიდენტს რუსული საიმპერატორო ჭაღიც არ გამორჩენია. მოოქროვილ ბროლის ჭაღსა და სხვა ანტიკვარიატში ხალხმა 1.5 მლნ ლარი გადაიხადა.

სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაზე ფიციც დადო, თუმცა, სავარაუდოდ, არ გაცნობია 49-ე მუხლს, რომელიც პრეზიდენტს მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეახსენებს. პრეზიდენტის ფუქნციას ახლა საქართველოს მეგობარი დიპლომატები ასრულებენ. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ დიალოგი სალომე ზურაბიშვილს არც ადრე უყვარდა.

არჩევნებში საკუთარი ხმების დასაცავად გამოსული აქციის მონაწილეები პოლციამ წყლის ჭავლით დაშალა, სალომე ზურაბიშვილმა კი, მომხდარში სწორედ ისინი დაადანაშაულა.

მიმდინარე საპროტესტო აქციებიგანსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასო“ - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა და მანამდე არც ის დავიწყებია, თამარ ჟვანიასთვის სამხსოვრო ფოტოთი არჩევნების სამაგალითოთ გაყალბება მიელოცა.

ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებამდეც არაერთი გადამწყვეტი მოვლენა იყო ,რა დროსაც პრეზიდენტი მოვლენებს ხან შორიდან და ხანაც, სალობიედან უყურებდა. იმ დროს, როდესაც ათასობით ადამიანი პარლამენტთან პროპორციული სისტემის მოპარვას აპროტესტებდა, ქვეყნის მთავარი გამზირიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით, პრეზიდენტი მეგობრებთან ერთად სალობიეში სადილობდა.

სამაგიეროდ, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყნის დადაშაულება არც პრეზიდენტობამდე და არც პრეზიდნტობის დროს დავიწყებია.ბარც იმ ჯარის შეურაცხყოფა დავიწყებია, რომლის ჯარისკაცების თავგანწირვითაც საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და ამის გარანტი თავად პრეზიდენტიც უნდა იყოს.

შეიძლება ორწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ზურაბიშვილს ბევრი რამე დაავიწყდა, თუმცა არ დავიწყებია მადლობის გადახდა ვლადიმერ პუტინისთვის, როგორც ფასილიტატორისთვის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. 

პრეზიდენტი ლოპოტაზე ცურავდა იმ დროსაც, როდესაც ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტიტის გარანტი გუგუთიანთკარში უნდა ყოფილიყო, სადაც რუსეთი საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს ავლებდნენ და მოასხლეობა სოფელში ხელისუფელბის პირველი პირების ჩასვლას ითხოვდნენ.

შეწყალება კიდევ ერთი საკითხია, რითიც სალომე ზურაბიშვილმა თავი გამოიჩნა და ქუჩაში მკვლელობისა და პედოფილიისთვის ნასამართლევი პირები გამოუშვა. პრეზიდენტი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ეს მისი უფლება იყო და მასში ვერავინ ჩაერეოდა, თუმცა, როცა ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა, ივანიშვილის პირადი პატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეაწყალებინა, შემდეგ კი, თავიც ამართლებინა

პრეზიდენტიც ცხოვრება პანდემიის პირობებშიც საყურადღებოა - პირველი ტალღის დროს ის ტელეფონით ესაუბრა მსოფლიოს 27 სახელმწიფოს ლიდერს და მათთან პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ზაფხულის დადგომასთან ერთად კი, ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაცია საკუთარ თავზე აიღო და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოში უფასოდ იმოგზაურა. ნახა ლეჩხუმი, ცაგერი, აჭარა და გურია და ბოლოს, კატერით ისერინა კოლხეთის ეროვნულ პარკში. 

მთავარი მაინც ის არის, რისთვის დანიშნა სალომე ზურაბიშვილი მისმა უფროსმა პრეზიდენტად. პასუხი აშკარაა, იმისთვის, რომ აკეთოს მხოლოდ ის, რაც უფროსს ესიამოვნობა. აკეთოს ისეთი  განცხადებები, რომ ოკუპანტი სახელმწიფო კომფორტში იყოს და მის საერთშორისოდ დაზარელუბლ იმიჯს ახალი ზიანი არ მიადგეს, რომ საქართველო მის უკანა ეზოდ დარჩეს და უბრალოდ ქვეყნის სტატრუსი ქონდეს. ამ დავალებას ზურაბიშვილი წარმატებით ასრულებს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი