მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, იმერი კავსაძე, ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თავად იმერი კავსაძეც და მისი მეუღლეც ინფიცირებულები არიან.
"კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ", - ამბობს იმერი კავსაძე.
შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძე კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. ლევან რატიანის თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა, 4 058 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.
დღეს დადასტურებული 4 472 ახალი შემთხვევიდან 1 784 თბილისიდანაა, 683 აჭარიდან, 662 იმერეთიდან