კორონავირუსის დადასტურებული 4 426 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1802 თბილისიდანაა, 637 იმერეთიდან, 554 კი აჭარიდან. ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11"
შეგახსენებთ, რომ დადასტურებული შემთხვევების გარდა, ასევე 35-ით გაიზარდა გადაცვლილთა რაოდენობაც; გამოჯანმრთელდა 3 721 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.