"რისთვისაც სჭირდებოდათ ეს, იმან უკვე ჩაიარა - არჩევნებმა" - თამარ სულაძე

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო ხვალ, 30 ნოემბერს იმსჯელებს. დაცვის მხარე აპირებს, რომ დააყენოს შუამდგომლობა კარტოგრაფების დაუყოვნებლივ გათავისულების შესახებ. 

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო ვადა 2 თვით გააგრძელა, რაც გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ პროკურატურა არ არის მზად. ჩვენი დაცვის მხარის შუამდგომლობა არის, რომ ეს ორი ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.", - ამბობს ედუარდ მანიკაშვილი, ადვოკატი

დაკავებულების ოჯახის წევრებს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ რადგან არჩევნების პერიოდი უკვე ჩავლილია და ხელისფლებამ კარტოგრაფები სათავისოდ უკვე გამოიყენა, შეიძლება მათ საპატიმრო დაატოვებინონ. 

"მე ვფიქრობ, რომ უნდა შეცვალონ. თუ სადმე სამართალია თუნდაც 1 % უნდა გამოაუშვან. მაგრამ, მაშინ სასამართლოზე ისეთი რამე დავინახე, რომ თეთრზე შავი თქვეს, ამდენად არ ვიცი. მაინც მაქვს იმედი, იმიტომ რომ რისთვისაც სჭირდებოდათ ეს იმან უკვე ჩაიარა, არჩევნებმა", - ამბობს თამარ სულაძე, ივერი მელაშვილი მეუღლე. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი