ადამიანებს მივცემთ ვაჭრობის საშუალებას აჭარის მთავრობის სახლის წინ - აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია დაიწყო. ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნები უცვლელია, აქვე,  აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ინიციატივა აქვთ, რასაც აქციაზეც გააჟღერებენ. 

"პროტესტი იქნება შეუქცევადი. ჩვენ მოსახლეობას დავეხმარებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებთან მიმართებით", - ამბობს აქციის მონაწილე.  

"ჩვენი ინიციატივით, აჭარის მთავრობის სახლის წინ ტერიტორიას დაერქვა თავისუფლების კვარტალი. აქ ადამიანებს მივცემთ ვაჭრობის საშუალებას", - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

გაიხსნება გარე ვაჭრობის ჯიხურები, მოსახლეობას უზრუნველყოფენ კლინიკებამდე მიყვანით, ამოქმედდება სახალხო მერიაც. ასევე აქციაზე იქნება ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც იქ მისულებს კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს. 

შეგახსენებთ, აქციები ბათუმში რამდენიმე კვირაა გრძლედება, სადაც დემონსტრანტებს კარვები აქვთ გაშლილი და ღამესაც იქ ათევენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი