ბათუმში, აქციაზე ივანიშვილისა და ჟვანიას გამოსახულებები გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში საპროტესტო აქცია დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. აქციაზე თავისუფლების გრაგნილი მიიტანეს რომელსაც ხელი ყველა მონაწილემ მოაწერა. 

გარდა ამისა, აქციაზე ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას გაშარჟებული გამოსახულებებიც გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია 3 საათზე დაიწყო. ოპოზიციისა და აქტივისტების ინიციატივით, გაიხსნება გარე ვაჭრობის ჯიხურები, მოსახლეობას უზრუნველყოფენ კლინიკებამდე მიყვანით, ამოქმედდება სახალხო მერიაც. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი