Reformerfitness -ში დაკავებული სპორტსმენი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს 

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ფიტნეს კლუბ Reformerfitness -ში პოლიციამ სპორტსმენი დააკავა, რომელიც შენობის დაკეტვას აპროტესტებდა, მოგვიანებით კი ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

"მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ფიტნეს კლუბთან ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია, შენობაში პოლიციაა შესული, შენობის გარეთ კი მხარდამჭერები იკრიბებიან. სამართალდამცველები გარეთაც მობილიზებულები არიან.

"ობიექტი შრომის დაცვის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა გუშინ. ასევე, დღესაც მოხდა აღნიშნული ობიექტის გამოვლენა, რომ ობიექტმა დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა. ჩვენთან შემოვიდა მასალები და დაწყებულია გამოძიება" - ამბობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ფიოტნესი აკრძალული საქმიანობისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა, "რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს. ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესბეული სტუმრების მასპინძლობას აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი