"მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში" - ჯაფარიძე პოლიციას

გამოქვეყნდა:

სპორტდარბაზ Reformerfitness -ში, სადაც პოლიცია შევიდა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მივიდა. ის ამბობს, რომ პოლიცია "მის სახლში შევიდა" და ითხოვს, სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვონ

"მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში, ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა" - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ფიტნესი აკრძალული საქმიანობისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა, "რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.

ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებული სტუმრების მასპინძლობას აპირებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი