"მომე, წავიყვან ჩემთან" - რუსთავის მერი შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრის შვილზე

გამოქვეყნდა:

რუსთავში გარემოვაჭრეების აქციაზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა მივიდა. ე.წ. სტამბულის ბაზართან შეკრებილი მოსახლეობა მას ხმაურით შეხვდა.

შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მერს ჰკითხა, თუ რა უნდა ეჭამა მის მცირეწლოვან შვილს, რაზეც მერმა უპასუხა, რომ ბავშვს თავის სახლში წაიყვანდა.

"მომეცი, მომე, წავიყვან, ჩემთან წავიყვან", - უთხრა მერმა აქციის მონაწილეს.

ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობის კითხვებს თავი აარიდა და ტერიტორია მალევე დატოვა.

"არც არაფერი უთქვია. ადამიანი არ დამელაპარაკა, პასუხი არაფერზე არ გამცა", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე. 

მოქალაქეები მუშაობის გაგრძელებას უფლებას ან მთავრობისგან ფულად დახმარებას ითხოვენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ცნობისთვის, რუსთავის მერად პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა, 2017 წელს დაინიშნა.

დღესვე, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, გზა გადაკეტეს მეყვავილეებმაც, რომლებიც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი