საახალწლო პროდუქციას "სუფთა სახლის" მსგავსად, "ფრესკოშიც" ვერ ყიდიან – მთავრობა აკრძალვას უარყოფს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, "სუფთა სახლს"  შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე. ამის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელის "ფრესკოს" მომხმარებელი, სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს, რომლის მიხედვით, "ფრესკოში" სასურსათო პროდუქცია იყიდება, საახალწლო განათებების და სათამაშოების შეძენა კი მომხმარებელს არ შეუძლია.

"ახლა ვიყავი მაღაზია ფრესკოში და სრულიად გაოგნებული გამოვედი იქიდან. თურმე, მთავრობის დადგებილების გამო, ფრესკოში შესულებმა შეგიძლიათ შეიძინოთ პური, კოკა-კოლა, სარეცხის ფხვნილი, შამპუნი და ა.შ, მაგრამ არ შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად ნათურა, ან ელემენტები, რომლებიც იქვე დევს, მაგრამ შეფუთულია, შემთხვევით რომელიმე მომხმარებელმა რომ არ აიღოს და ,,კრიმინალად" არ იქცეს." – წერს ფეისბუქზე მომხმარებელი.

აქვე, "სუფთა სახლისგან" და "ფრესკოსგან" განსხვავებით, დღეს მაღაზიათა ქსელ "ნიკორაში" საახალწლო ნათურები, ჩვეულებრივად იყიდება, თუმცა არა სათამაშოები. 

"მთვარი" არკვევს  დაუწესეს თუ არა "სუფთა სახლის" გარდა, სხვა დიდ მაღაზიათა ქსელებს, მაგალითად "კარფურს", საახალწლო პროდუქტების გაყიდვაზე შეზღუდვები.

დღეს, საახაწლო პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე "სუფთა სახლის" მომხმარებელმაც გაავრცელა.

"მთავარი" დაუკავშირდა სუფთა სახლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიაც გარკვევის პროცესშია, რატომ უკრძალავს მაკონტროლებელი ორგანო, მოქმედ მაღაზიას მხოლოდ 1 სახეობის პროდუქციის გაყიდვას. 

მსგავს შეზღუდვებზე პასუხისმგებელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, "მთავარი არხის" ზარს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვები არ ეხება,  სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი