28 ნოემბერს, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების დაკავება უკანონო იყო - DRI

გამოქვეყნდა:

მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. ამის აუცილებლობაზე საუბრობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი". ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა მცრიდება, როცა დაზარალებულ ან უდანაშაულო დემონსტრანტებს აკავებენ.

"28 ნოემბერს აქტივისტების დაკავება, ჩვენ ვთვლით, რომ განხორციელდა უკანონოდ. სამართალდამცავებმა გადააჭარბეს უფლებამოსილებას. აქტივისტებს ედავებოდნენ პარლამენტის უკანა მხარეს ფასადებზე წარწერების გაკეთებას, მაშინ, როცა ეს შემოღობვა არ წარმოადგენს შენობის ნაწილს. შესაბამისად, მოთხოვნა იყო უკანონო", - თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკავა. აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი