"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

მათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააკეთეს სტენსილი "ნამგალი და ურო" მიხატეს და გააკეთეს წარწერა "ბიძინა ხუი".  ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცველს სადაც დროებით აღმართულ კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ, თუმცა ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. 

პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს დროებით კონსტრუქციაზე ანტისაოკუპაციო წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ პროსტესტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი