შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან 2 მათგანი დააკავა. აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებთან ერთად აბაშიძე-კარაისინის მოლაპარაკებას აპროტესტებდნენ, სადაც კარასინმა 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროტესტს ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.
მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, დაკავებულები არიან ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე. აქციაზე დაშავდა კიდევ 2 აქტივისტი.
აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისი 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამავე თემაზე: