საქართველო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით - რეგიონის მასშტაბით - უკვე სომხეთსაც უსწრებს და აზერბაიჯანსაც.
დღე-ღამის განმავლობაში აქ დამატებით 3 759 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რამაც შემთხვევების რიცხვი 139 343-მდე გაზარდა. რაც შეეხება დანარჩენ 2 ქვეყანას, სომხეთში COVID-19-ით ჯამში 135 967 ადამიანი ინფიცირდა, აზერბაიჯანში კი - 121 176.
ჯერჯერობით უცნობია, აზერბაიჯანში რამდენ ადამიანს დაუფიქსირდა ვირუსი ბოლო 24 საათში, თუმცა სომხეთის შემთხვევაში ეს რაოდენობა 843-ია, რაც 4-ჯერ ნაკლებია საქართველოსაზე.
თუ დავაკვირდებით სამივე ქვეყანაში ვირუსის განვითარების დინამიკას, დავინახავთ, რომ საქართველოში მეტად იკვეთება ეპიდაფეთქების პერიოდი. ეს კარგად ჩანს worldometers-ის გრაფიკზეც.
მართალია, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ამ პერიოდშია შემთხვევების პიკი, თუმცა ვირუსი ისე ერთიანად არ გავრცელებულა, როგორც საქართველოში [იხ.გრაფიკები]
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკას: