COVID-19-ით ინფიცირებული 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 376 მართვით სუნთქვაზეა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების საერთო რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. მძიმე პაციენტების რიცხვი 1 003-ია, მათ შორის მართვით სუნთქვაზე 376 პირი იმყოფება. 

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - აღინიშნა საკოორდინაციო საბჭოზე.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი