ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი პრესსპიკერი, ანა მიქელაძე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური, ან რაიმე სხვა ტიპის სარჩულის ძებნას ნუ დაიწყებენ. ამ თემაზე მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.
მიქელაძე ამბობს, რომ რისი თქმაც სურდა Facebook სტატუსად დაწერა, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე კითხულობდნენ პასუხი ჰქონოდათ. კითვახს მიიღო თუ არა გდაწყვეტილება არჩევნების გაყალბების გამო და იყო თუ არა ეს წითელი ხაზი, ანა მიქელაძე პასუხობს:
"ეს არის ის რაზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველაფერი რაზეც მინდოდა მესაუბრა ჩემს პოსტშია, ძალიან მინდა გთხოვოთ თქვენც და ყველას დამატებითი პოლიტიკური სარჩულის ან რაიმე სარჩულის ძიებას ნუ დაიწყებთ".
შეგახსენებთ, რომ ანა მიქელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, Facebook პოსტით განაცხადა. მიქელაძეს ბრიფინგი მას შემდეგ არ ჩაუტარება, რაც თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის ღამეს არჩევნების შედეგები გამოაცხადა.
ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასება ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ მიქალაძის წასვლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არჩევნები გაყალბდა.