დღეს "სუფთა სახლში" საახალწლო პროდუქცია იყიდება – გუშინ არ იყიდებოდა

გამოქვეყნდა:

დღეს მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლში", გუშინდელისგან განსხვავებით, საახალწლო პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება.

ინფორმაციას, სუფთა სახლის ფეისბუქ გვერდიდან გვიდასტურებენ: "მოგესალმებით, დღეიდან ჩვეულებრივად შეგვიძლია გავყიდოთ საახალწლო პროდუქციაც." – შეტყობინება "სუფთა სახლის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან მივიღეთ.

 

 

 

 

სუფთა სახლის მომხმარებლები ამბობენ, რომ დღეს საახალწლო პროდუქცია "სუფთა სახლში" დახლებზე შეფუთული არ იყო და ერთ–ერთი ფილიალის მაღაზიის მენეჯერისგან დასტურიც მიიღეს, რომ დღეს საახალწლო პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება, ხოლო შეიცვლება თუ არა საღამომდე გადაწყვეტილება მაღაზიაში არ იციან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ დართეს 1 დღეში "სუფთა სახლს" ნება, კვლავ გაყიდოს საახალწლო პროდუქცია და რატომ აუკრძალეს გუშინ მოქმედ მაღაზიას მხოლოდ საახალწლო პროდუქტის გაყიდვა, განსხვავებით საყოფაცხოვრებო ნივთებისა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "სუფთა სახლში", ასევე "ფრესკოში" საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აკრძალული იყო. "ნიკორაში" მხოლოდ საახალწლო ნათურები იყიდებოდა.

"კარფურში" გუშინ, სუფთა სახლისგან განსხვავებით საახალწლო პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდებოდა.

 

 

 

 

 

გუშინ, საახაწლო პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე "სუფთა სახლის" მომხმარებელმა გაავრცელა.

 

 

 

 

 

"მთავარი" დაუკავშირდა სუფთა სახლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელმაც თქვა, რომ კომპანიაც გარკვევის პროცესში იყო, თუ რატომ უკრძალავდა მაკონტროლებელი ორგანო, მოქმედ მაღაზიას მხოლოდ 1 სახეობის პროდუქციის გაყიდვას. 

საქართველოს მთავრობამ არ დაადასტურა, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, "სუფთა სახლს" შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ, რომელიც პასუხისმგებელია მსგავს შეზღუდვებზე, "მთავარი არხის" ზარს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვები არ ეხება,  სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი