ტრამპების ბოლო ახალი წელი თეთრ სახლში - ნახეთ საახალწლოდ მორთული ხალხის სახლი ფოტოებში

გამოქვეყნდა:

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრ სახლში მეოთხე ახალ წელს აღნიშნავს. 

თეთრ სახლს 5.5 მეტრის სიგრძის ნაძვისხე აშშ–ის ეროვნულმა საშობაო ნაძვის ხის ასოციაციამ გაუგზავნა, როგორც ეს 1996 წლიდან ხდება და ტრადიციულად მას პირველმა ლედიმ უმასპინძლა.

 

 

 

 

 

პირველმა ლედიმ დეკორაციები ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს სადღესასწაულოდ მორთული თეთრი სახლის ოთახები. "ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ მიწას, რომელსაც სიამაყით ვეძახით სახლს" – წერს მელანია ტრამპი.

აშშ–ის წლევნდელი საახალწლო დეოკრაციების თემა "ლამაზი შეერთებული შტატებია".

როგორც მელანია ტრამპი წერს, წელს ყველა მოხალისეს შეუძლია აშშ–ის თეთრი სახლის საახალწლოდ მორთვაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ეს ხალხის სახლიცაა.

"თეთრი სახლის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წელს საახალწლო ნაძვისხე ლურჯ ოთახში დგას, რადგან ლურჯი სიმტკიცის და სამართლიანობის ფერია და აშშ–ის გმირებს ეძღვნებათ, რომელთა ოჯახებმაც ნაძვისხეს მათი სახელებით ლენტებიც შეაბეს. თეთრი სახლის სხვა ოთახებში ნაძვისხეები, აშშ–ის ქალების მიღწევების, ასევე აშშ–ის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საპატივსაცემოდაც დგას.

თეთრი სახლის ერთ–ერთ ოთახში კი, ბოლო 12 პრეზიდენტის ოჯახის სამახსოვრო საახალწლო ბარათებია განთავსებული. ასევე, ცალკე კუთხე ეთმობა ჟაკლინ კენედის, რომელმაც პირველად 1961 წელს თეთრი სახლი ხალხის საცხოვრებელ მუზეუმად გამოაცხადა.

გარდა ამისა, ერთი ნაძვისხე სიმბოლურად აშშ–ის ყველა შტატის შესაბამისი სათამაშოებით და ყვითელი ლენტებით არის გაწყობილი.

თეთრი სახლის ერთ–ერთ ზედა სართულზე თვითმფრინავები, მატარებლები და მანქანები გარს უვლიან საახალწლო ნაძვისხეებს, რაც აშშ–ში პირველი რკინიგზის გახსენებას ეძღვნება.

ტრამპების ოჯახმა გასულ კვირას თეთრ სახლში მადლიერების დღესასწაულიც იზეიმა, წინა დღეს კი ტრადიციისამებრ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდაური შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ბაიდენი თეთრ სახლში მაშინ შევა, როცა დაამტკიცებს, რომ ხმები უკანონოდ არ მოუპოვებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი