ბაიდენი თეთრ სახლში მაშინ შევა, როცა დაამტკიცებს, ხმები უკანონოდ არ მოუპოვებია - ტრამპი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იმ შემთხვევაში შევა, თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნებში ხმები უკანონოდ და თაღლითურად არ მოუპოვებია. 

"ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი, თეთრ სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ის დაამტკიცებს, რომ მისი სასაცილო "80,000,000 ხმა" თაღლითურად ან უკანონოდ არ იქნა მოპოვებული. როდესაც ხედავთ რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილუოკში, ამომრჩეველთა მასიური თაღლითობებით, მას დიდი გადაუჭრელი პრობლემა აქვს!" - დაწერა ტრამპმა.

Tiwtter-მა ეს პოსტიც არჩევნების შესახებ სადაოდ მონიშნა.

ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ხელისუფლება ბაიდენს გადააბაროს, თუმცა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრძოლას არ შეწყეტს.

ეგახსენებთ, რომ  აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი