ოპოზიცია ანა მიქელაძეს მოუწოდებს არ შეეშინდეს და წასვლის მიზეზებზე ღიად ილაპარაკოს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები ანა მიქელაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წასვლას პირდაპირ გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მან მიზეზებზე ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს. 

ანა მიქელაძემ უარი განაცხადა გამოეცხადებინა თამარ ჟვანის მიერ დაწერილი ციფრები და პირველივე ტურზევე მან დატოვა ცესკო, რაც იყო მართლაც ღირსეული გადაწყვეტილება. დღეს ცესკო პრაქტიკულად გადაქცეულია ერთი ადამიანის სანოტარო კანტროად და თამარ ჟვანიას წყალობით, ბიძინა ივანიშვილმა დაიწერა ის ციფრები, რაც საყოველთაო პროტესტის მიზეზი გახდა, - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, ანა მიქელაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია მიქელაძემ თქვას, რა ხდებოდა შიგნით.

ის რომ დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა ქალბატონი ანას მხრიდან, მათ შორის არ ყოფილა საუბარი მიზეზებზე, ესეც არ არის გასაკვირი, ჩვენ ვნახეთ როგორ მოექცნენ იმ ადამიანებს, ვინც ლაპარაკი გადაწყვიტა, საკუთარი მეგობრის მკვლელობა დააბრალეს და ციხეში გამოკეტეს, შესბაამისად არანაირად დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი. 

არასამთავრობო სექტორი ოპოზიციის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც ღირებულებების ერთგულია, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას ის, რაც იცის.

შეგახსენებთ, რომ ანა მიქელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, Facebook პოსტით განაცხადა. მიქელაძეს ბრიფინგი მას შემდეგ არ ჩაუტარება, რაც თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის ღამეს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. 

ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასება ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ მიქალაძის წასვლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არჩევნები გაყალბდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი