31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 3 დეკემბერს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც გამოსცემს.
სხდომა 17:00 საათისთვის არის დანიშნული.
სწორედ ამის შემდეგ, არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს პირველი პარლამენტის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
შეგახსენებთ რომ გაყალბებული არჩევნების გამო, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.