7 დეკემბერს გრაფიკი გაიწერება, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება - ნიკა გვარამიას საქმე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება. ადვოკატ დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ 7 დეკემბრის სხდომაზე გრაფიკი გაიწერება:

მოულოდნელი იყო მაინცდამაინც დღეს დარეკვა და არა ის, რომ ეს საქმე გააქტიურდებოდა. შემატყობინეს, რომ 7 დეკემბერს ჩანიშნულია პროცესი და რაც ნიშანდობლივია მითხრეს, რომ 7 დეკემებერს მოხდება მომავალ სხდომებზე შეთანხმება - გრაფიკი გაიწერება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება ამ საქმის განხილვა." ამბობს დიტო საძაგლიშვილი "დღის სტუმრის" ეთერში.

რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც სასამართლოს 8 მარტის შეთახმების შემდეგ, 8 თვე თაროზე ჰქონდა შემოდებული და არჩევნების დასრულებისთანავე უკან გადმოიღო, როგორც საძაგლიშვილი ამბობს, საქმე რეალურად პოლიტიკურია და არანაირ სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს.

დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ რატომ მეტი შემოსავალი არ მოუტანე რ2-ს სარეკლამო გაყიდვებიდან- ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, რეალურად ყველაზე წარმატებული რეიტინგითაც და შემოსავლებითაც, რუსთავი 2 სწორედ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის პერიოდში იყო, როცა მის უშუალო კონკურენტს, ტელეიმედს უსწრებდა

ეს ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი არათუ ზიანს აყენებდა კომპანიას, არამედ იმდენად წარმატებული იყო, რომ რეიტინგი უფრო მეტი ჰქონდა რუსთავი 2-ს, ვიდრე იმედს - ამბობს საძაგლიშვილი.

სასამართლო განიხილავს 2015 წლის პერიოდს, როდესაც რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით ყადაღა დაედო და მენეჯმენტს სესხის აღება აეკრძალა. შესაბამისად ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატი ამბობს, იმისთვის რომ მაუწყებლობას საფრთხე არ დამუქრებოდა, მიიღეს გადაწყვეტილება რეკლამა ფიქსირებულ ფასში გაყიდულიყო.

2015 წელს, რისი თავიდან არიდებაც მოხერხდა და ეს მოხერხდა უპირველესად  ნიკა გვარამიას დამსახურებით, იგივე შედეგი დადგა 2019 წელს, როცა ეს საფრთხე ვეღარ იქნა აცილებული და შედეგად მივიღეთ კომპანია, რომელსაც ძალიან შეუმცირდა სარეკლამო შემოსავლები და რეიტინგი და ეს მოხდა პირდაპირ მენეჯმენტის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გაათავისუფლა წამყვანი ჟურნალისტები" ამბობს დიტო საძაგლიშვილი 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან განაახლებს

გამოძიების უსაფუძვლობაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშიც წერია. ომბუდსმენი ამბობს, რომ გაოძება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო რადგან საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი