ნიკა გვარამიას საქმე არის უსაფუძვლო და მასზე გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო - სახალხო დამცველი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა 2019 წლის ანგარიშში ცალკე თავი დაუთმო გამოხატვის თავისუფლებას და აქ აჭარის ტელევიზიის საქმესთან ერთად, დაასახელა ტელევიზიების მფლობელების დევნის შემთხვევები, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმე. ნინო ლომჯარიამ პირდაპირ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმე არის უსაფუძვლო და მასთან დაკავშირებით გამოძიება არც უნდა დაწყებულიყო. 

შეფასებული გვაქვს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ერთი ბრალი, რომელიც ეხება გაფლანგვას და მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მიგვაჩნია, რომ ის არის კერძო სამართლის სფეროს განხილვის საგანი, - ამბობს ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. 

სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სიცოცხლის უფლებას. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გარკვეული ადამიანები შეიწყალა. ასევე დაირღვა სიცოცხლის უფლება თემირლან მაჩალიკაშვილის და ია კერძაიას საქმეებთან დაკავშირებითაც. 

სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ ვრცელია და მოიცავს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, მედიიაში არსებულ მდგომარეობაზე უფლებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ირგვლივ არსებულ უმძიმეს უფლებებს. ანგარიშის მოსმენა ამჟამად ადამიანს უფლებათა კომიტეტზე მიმდინარეობს, რის შემდეგაც დეპუტატებიც და სახალხო დამცველიც პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი