ივანიშვილმა აირჩია ერთპარტიული პარლამენტი და რეპრესიები - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

შესაძლოა, ეს ყველაფერი არ დამთავრდეს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესების განახლებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პოლიტიკური რეპრესიები და ერთპარტიული პარლამენტი, - ამის შესახებ "მთავარ არხზე" გადაცემაში "დღის სტუმარი" ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. როგორც ჩანს, მან აირჩია ერთი სცენარი, ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი, რასაკვირველია, ის ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ ნიკა შეაშინოს და ძალიან კარგად იცის, ნიკას ამის არ შეეშინდება, რადგან რამდენი ხანია, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ...

მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს ჭკუა შერჩენია "ქართულ ოცნებაში" და ვუთხრა, ხალხისგან ისევ ოპოზიციის დასაცავი არ გახდეთ... ბიძინა ივანიშვილს კი ჰგონია, რომ ამით ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ ის მოსახლეობა, რომელსაც არჩევნები მოპარა, ამას არ აპატიებს. ეს იქნება ის სცენარი, რომლისთვისაც მე ჩემი ქვეყანა არ მემეტება - ფრთხილად იყვნენ, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, 7 დეკემბრიდან "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები განახლდება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თავად დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი