7 დეკემბერს ნიკა გვარამიას, 10 დეკემბერს გიგი უგულავას პროცესები განახლდება - ხელისუფლება ყველა ზღვარს გადადის

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალ რაუნდს იწყებს, ტრადიციას არ ღალატობს და ეს პროცესი ისევ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული საქმის გაცოცხლებით იწყება. 

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდება გრაფიკი, როდის ჩატრდება ამ შეკერილი საქმის განხილვები.

ხელისუფლება ეცდება პოლიტიკური მძევლების აყვანით დაითანხმოს ოპოზიცია პარლამენტში შესცვლაზე, თუმცა, ნიკა გვარამიამ ცალსახად განაცხადა, რომ ურჩევნია, ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოხადოს ნიღაბი ივანიშვილის რეჟიმს, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწყებული და შეკერილი საქმე ვაჭრობის საგნად აქციოს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ  10 დეკმებერს სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება.  ამ ქმედებებით ხელისუფლება 8 მარტს,  დიპლომატების შუამავლობით  მიღწეულ  შეთანხმებასაც არღვევს, რომლის თანახმადაც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებაც უნდა შეწყვეტილიყო.  

რაც ნიშანდობლივია მითხრეს, რომ 7 დეკემებერს მოხდება მომავალ სხდომებზე შეთანხმება - გრაფიკი გაიწერება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება ამ საქმის განხილვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამ საქმეებთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალა. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ ხელისუფლების დაკვეთა არის ამ საქმეების გააქტიურება და ბოლომდე მიყვანა. სამართლებრივად რა ეტაპამდე მივალთ, არ ვიცით, რადგან ეს არის პოლიტიკური საქმე - ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

თავად "მთავარი არხის" გენდირექტორი წერს, რომ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და ღიად აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტია. "უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია", - წერს ნიკა გვარამია. 

ასევე, არ არის გამორიცხული, სასამართლომ გააქტიუროს ე.წ. ულის გათეთრების" საქმე თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან მიმართებაში. მოვლენების ასეთი განვითარება "დღის სტუმარში" მამუკა ხაზარაძემაც არ გამორიცხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი