8 თვიანი პაუზის შემდეგ, ნიკა გვარამიას საქმის განახლების შემდეგ, "ლელოს" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ უკვე TBC ბანკის საქმეც ჩამოიღოს თაროდან, სადაც ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან.
"დღის სტუმარში" საუბრისას ხაზარაძე ამბობს, რომ სასამართლოს მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელ იყო, რადგან საქმე პოლიტიკურია და სასამართლო დღეს პოლიტიკური მითითებებით მოქმედებს:
ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ მსგავსი რამ გამოვცადეთ ამა წლის იანვარ -თებერვალშო, როცა დეკემბრის ბოლოს დავაფუძნეთ პარტია და ყოველ მეორე დღეს აბსურდული ბრალდებით გვატარებდნენ სასამართლოში, საქმე დახურული არ არის და არ გამოვრიცხავ განაახლონ" ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ ე.წ რუსთავი 2-ის საქმის გააქტიურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტს უკავშირდება და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას თეაც ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, "სავაჭროდ" გამოიყენოს:
ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა. 8 მარტის შეთანხმებით დამთავრდა ის მოლაპარაკებები ამიტომ, არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მსგავსი საბჭოთა, კგბშ-ნიკური მეთოდები ჩაბარდა წარსულს" ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 7 დეკემბრიდან განაახლებს.