"გამყალბებელია"-ელენე ხოშტარიამ "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე" პირდაპირ ეთერში ახალი წარწერა გააკეთა

გამოქვეყნდა:

გზა, რომელიც ივანიშვლის სახლამდე მიდის, კულტურული მემკვიდრეობაა - ასე აფასებს დაჯარიმებული სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.

მაცაბერიძე 21 ნოემბერს, ივანიშვილის გვირაბის კედელზე გაკეთებული სტენსილის გამო დღეს 1000 ლარით დააჯარიმეს და უთხრეს რომ გვირაბის კედელი კულტურული მემკვიდრეობაა.

შეშინება სრულაიდ აბსურდულია, ვერავის ვერ შეაშინებენ, მაგრამ ვითარებაა ტრაგიკომიკური. ჩვენ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის გვირაბში, რომელსაც დაარქვეს კულტურული მემკვიდრეობა, იმიტომ რომ ესე მოუნდათ. ჩვენ გარშემო დგანან პოლიციელები, რომლებიც უნდა იცავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, დასდევდნენ ესებუას..." ამბობს ელენე ხოშტარია "ღამის მთავარში".

ელენე ხოშტარიამ პირდაპირ ეთერში "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე" ისევ დაწერა - "გამყალბებელია".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი